

ინგლისურის კურსები თბილისში და ონლაინ — ზრდასრულებისა და მოზარდებისთვის

პირველი ინგლისურის სკოლა საქართველოში, რომელმაც ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა
ჩვენი ინგლისურის კურსები
შეამოწმე შენი ინგლისურის დონე უფასოდ
მორგებული ტესტი, რომელიც შენს დონეზე ჩერდება — სულ რამდენიმე წუთში გაიგებ, სად ხარ ინგლისურის სკალაზე.
- 48 ადაპტიური კითხვა — ჩერდება შენს დონეზე
- მოსმენისა და მართლწერის შემოწმება
- შედეგს მაშინვე იღებ — დონე A1-დან C1-მდე
პარტნიორი კომპანიები

ჩვენი კონტენტი
300 000+ გამომწერი YouTube-ზე, Instagram-ზე, TikTok-სა და Facebook-ზე — ვქმნით საქართველოში #1 ინგლისურ ვიდეო კონტენტს, სახალისოდ და უფასოდ.
ნახე ჩვენი კონტენტილინგო ბლოგი
შეფასებები
საუკეთესო ადგილია ინგლისურის სასწავლებლად, ძალიან კმაყოფილი ვარ, სასიამოვნო გარემო, კარგი მასწავლებლები და ეფექტური სწავლების მეთოდები აქვთ. რეკომენდაციას ვუწევ 100%
ინსტაგრამში შემთხვევით ვნახე სტუდიო-ლინგოს ვიდეოები და გადავწყვიტე, რომ მიმეწერა. გავესაუბრე ნატას და ძალიან კარგად ამიხსნა ყველაფერი და დამეხმარა დარეგისტრირებაში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. ერთი თვეა, რაც ვმეცადინეობ, და ვფიქრობ, რომ საგრძნობლად გავაუმჯობესე ჩემი ინგლისური და ბევრი რამ ვისწავლე, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი ჩემს საუკეთესო მასწავლებელს ლიკა ფერაძეს.
ნამდვილად იშვიათია ისეთი ადგილის პოვნა, სადაც ამხელა პროფესიონალიზმი და ასეთი მსუბუქი, მხიარული გარემო ერთად დაგხვდებათ. მასწავლებლები არა მარტო მაგრები არიან თავიანთ საქმეში, არამედ ეტყობათ, რომ თითოეული გაკვეთილისთვის 100%-ით მომზადებულები მოდიან. არ არსებობს თემა, რომელსაც ზედაპირულად გაივლიან — ყოველთვის ცდილობენ, ყველაფერი დეტალურად და მარტივად აგიხსნან. ამას ემატება მათი ძალიან საინტერესო და ორიგინალური კონტენტი, რაც სწავლის პროცესს საერთოდ არ ხდის მოსაწყენს. ნამდვილად გირჩევთ!
ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით, განსაკუთრებით ჩემი მასწავლებლით, რომელიც ყოველთვის თავის მაქსიმუმს აკეთებს, რომ დამეხმაროს. სწორედ მისი წყალობითაა, რომ აღარ მაქვს არანაირი შებოჭილობა ინგლისურად საუბრისას და მართლა ქართულივით გახდა ჩემთვის ეს ენა. ამიტომ მადლობა ლიკას ყველაფრისთვის. ის არამარტო მასწავლებელი, არამედ ჩემთვის ერთ-ერთი უახლოესი ადამიანია, რომელიც ძალიან მიყვარს ❤️
ყველას ვურჩევ Studio Lingo-ს. ჰყავთ პროფესიონალი, კრეატიული მასწავლებლები, თანამედროვე და სახალისო მიდგომებით ასწავლიან უცხო ენას. მადლობა ამ გამოცდილებისთვის და ჩემი ინგლისურის გაუმჯობესებისთვის. 🫶 მადლობა ნინის, უსაყვარლესი მასწავლებელია.
ტატო არის პროფესიონალი და მონდომებული მასწავლებელი. მისი სწავლების მეთოდები ეფექტური და გასაგებია. ის ქმნის პოზიტიურ გარემოს, სადაც მოსწავლეები კომფორტულად სწავლობენ. მადლობა ტატოს და სტუდიო ლინგოს ❤️
ონლაინ კურსს გავდივარ და ძალიან კმაყოფილი ვარ. მოკლე დროშიც კი მივხვდი, რომ ნამდვილად სწორად შევარჩიე და მიხარია, რომ არჩევანი სტუდიო ლინგოზე გავაკეთე. სხვა რეპეტიტორებთან შეხება არ მქონია, მაგრამ ტატოს საშუალებით ჩანს მთლიანი ფონი, თუ როგორ უდგება სტუდიო ლინგო თავის მოსწავლეებს, ეს იქნება გრაფიკი თუ ინდივიდუალური სწავლის მეთოდიკა, რომელიც მოსწავლეს სჭირდება და ერგება. ასევე მათი სოც. ქსელები, მაგ.: YouTube და Instagram, ძალიან დამეხმარა ინგლისურის გაუმჯობესებაში, სანამ კურსს დავიწყებდი. ვფიქრობ, ჩემსავით თუ გაგიმართლებთ და ტატოსთან მოხვდებით, everything will be okay 😀 წარმატებები სტუდიო ლინგოს და შენ, ვისაც ჯერ არ დაგიწყია კურსი, მაგრამ დაიწყებ 🫶








