
აქ ენებს სუპერ მასწავლებლები თანამედროვე და პრაქტიკული მეთოდებით ასწავლიან

პირველი ქართული ენების სკოლა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა
ინგლისურის კურსები
ინგლისური ენის კურსი ითვალისწინებს პრაქტიკულ და ინტერაქციულ მუშაობას მოსწავლეებთან: საუბარი, დიალოგი მიმდინარეობს ბუნებრივად. მასწავლებლის მიზანია, გასწავლოთ სიტყვებისა და გრამატიკის სწორად გამოყენება, თავისუფლად და გამართულად ლაპარაკი, სწრაფი საუბრის მოსმენა, ტექსტების მარტივად დამუშავება და გამართულად წერა.
ჩვენთან კურსებზე ახალი სიტყვები სტანდარტულად არ ბარდება, არამედ პრაქტიკაში გამოყენებით მოწმდება. მოსწავლეები ტექსტებს კი არ ყვებიან, არამედ წაკითხვის შემდეგ განიხილავენ და აფასებენ ნასწავლი ლექსიკისა და გრამატიკის გამოყენებით.
კურსის ძირითადი მასალები შედგება უახლესი სახელმძღვანელოებისგან, სადაც შედის აუდიოები როგორც ამერიკული, ასევე ბრიტანული აქცენტით; ორიგინალური ციფრული სავარჯიშოებიანი სასწავლო პლატფორმა, ძალიან დიდი რესურსის სასწავლო ვიდეოთეკა და გასართობი სამაგიდო თამაშის აქტივობებიც კი.
ძირითადის გარდა მასწავლებლები იყენებენ დამატებით მასალებსაც, რომლებიც თქვენს ინტერესებსა და მიზნებზეა მორგებული, რისთვისაც გსურთ ინგლისურის სწავლა. ანუ დაამუშავებთ იმ რესურსებს, რომლებიც თქვენ მოგწონთ და გაინტერესებთ.
საშინაო დავალებები თავიდან ბოლომდე მორგებულია ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებაზე და არა მხოლოდ წერითი სავარჯიშოების უბრალო შესრულებაზე. “ინგლისურის კურსი ზრდასრულთათვის” ითვალისწინებს მოსწავლეების დატვირთულ გრაფიკსაც, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გექნებათ აი ისეთი დავალებები, ძაან მოუცლელობის დროსაც რომ არ დაგეზარებათ.
დიდი ყურადღება ექცევა განვლილი მასალის გამეორებასაც, რისთვისაც ვატარებთ შემაჯამებელ გაკვეთილებს.
კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, ხოლო მინიმალური პერიოდია 4 თვე და ვასწავლით A1-C1 დონეებს. მოსწავლეების მინიმალური ასაკია 17.
კურსის ტიპი :
გაკვეთილის ტიპი :
გაკვეთილის სიხშირე :
ფასის სანახავად მონიშნეთ სასურველი ვარიანტები მოცემული კატეგორიებიდან
გადახდის მეთოდები :
- 4 თვის წინასწარ ერთიანად
ინგლისური მოზარდებისთვის
ინგლისური ენის კურსი ითვალისწინებს პრაქტიკულ და ინტერაქციულ მუშაობას სკოლის მოსწავლეებთან ჯგუფურად - მასწავლებელი მუდმივად კონცენტრირდება გრამატიკულ წესებზე, მდიდარი ლექსიკის შესწავლასა და მათ სწორ გამოყენებაზე.
გაკვეთილები ტარდება ინტერაქტიული და შემოქმედებითი მიდგომებით ,რაც მოზარდებისთვის მოტივაციის ზრდას და ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებას უზრუნველყოფს.
კურსის განმავლობაში მოსწავლეები გამოიყენებენ სუპერ თანამედროვე მასალებს ,რომლებიც მოიცავს სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ წიგნებს დონეების მიხედვით; აუდიო და ვიდეო მასალებს; სასწავლო ონლაინ პლატფორმას, რომელსაც მასწავლებელთან ერთად გამოიყენებენ; სპეციალურ ვიდეო თამაშებს ინგლისური ენის გასაუმჯობესებლად.
რაც მთავარია, ჩვენი მასალების სავარჯიშოები განკუთვნილია როლური თამაშების, დისკუსიებისა და ჯგუფური პროექტებისთვისაც. ანუ, თქვენ გექნებათ გარანტია, რომ თქვენი შილი მაქსიმალურად იქნება ჩართული ამა თუ იმ განმავითარებელ ინგლისურენოვან აქტივობაში.
დიდი ყურადღება ექცევა განვლილი მასალის გამეორებასაც, რისთვისაც ვატარებთ შემაჯამებელ გაკვეთილებს.
ამასთან, კურსი ქმნის მოსწავლეებისთვის მეგობრულ, მხარდაჭერილ და, რაც მთავარია, სწავლის მიმართ მომთხოვნ გარემოს, სადაც ისინი შეძლებენ ენის სწავლის პროცესში წინსვლასა და საკუთარი თავის განვითარებას.
სწავლის პერიოდი ინდივიდუალურია, ვასწავლით დონეებს სრულიად ნულიდან მოწინავე დონის ჩათვლით (A1-B2). კურსი განკუთვნილია 10-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის
გაკვეთილის ტიპი :
გაკვეთილის სიხშირე :
ფასის სანახავად მონიშნეთ სასურველი ვარიანტები მოცემული კატეგორიებიდან
გადახდის მეთოდები :
- 4 თვის წინასწარ ერთიანად
პარტნიორი კომპანიები
