lingo-logo
ჩვენი გუნდი
კარიერა
მასალები
ენის ტესტი
კონტაქტი
facebook-greeninstagram-greentikTok-greenlinkedin-greenyoutube-green

ადმინისტრატორი

თბილისი

ნახევარი

კონკურენტული

ძირითადი მოვალეობებია:

  • მუშაობა ნახევარი განაკვეთით დისტანციურად - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის/შუადღის/საღამოს საათები (შეთანხმებით)
  • შაბათ-კვირას შემოსული ზარებისა და შეტყობინებების პასუხის გაცემა (არსებობის შემთხვევაში)

არ ვითხოვთ თქვენგან გამოცდილებას და დიდ მიღწევებს ამ სფეროში, ჩვენთვის პროფესიული განვითარების სურვილი ყველაზე მნიშვნელოვანია.

თქვენგან ვითხოვთ, რომ:

  • იყოთ კომუნიკაბელური (ადამიანებთან ხშირი დაკონტაქტება, მათთვის სატელეფონო ზარებითა და წერილობითი ფორმით სასწავლო პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მოსწავლეების შეფასების მოსმენა და სხვა)
  • იყოთ ორგანიზებული (მოსწავლეების გაცდენებისა და გადახდის თარიღების ჩანიშვნა, ფბ/ინსტაგრამ გვერდზე პასუხების გაცემა, მეილების გაგზავნა, პერიოდულად ვიდეო შეხვედრებზე დასწრება, მასწავლებლის გრაფიკის მიხედვით მოსწავლეების მათთან განაწილება)
  • აიღოთ პასუხისმგებლობა მთლიანი გუნდის მიმართ (რაც ჩვენი გუნდის წევრისთვის აუცილებელია)
  • იცოდეთ საოფისე პროგრამები: Gmail, Google Drive, Google Sheets, Google Forms

ჩვენი გუნდი გთავაზობთ:

  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს (ამას უბრალოდ არა, მართლა გპირდებით)
  • ინტენსიურ პრაქტიკას საზოგადოებასთან ურთიერთობაში
  • თქვენზე მორგებულ გრაფიკს
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას 400 ლარის ოდენობით
  • სატელეფონო ნომერს ულიმიტო პაკეტით (დაგჭირდებათ ორბარათიანი ან ელექტრო სიმბარათიანი ტელეფონი)
  • ცოცხალ შეკრებებზე გასართობ აქტივობებს (ჩვენი გართობები: იხილეთ აქ)
  • საინტერესო სიახლეებს
  • ძაააალზე მხარდამჭერ და მეგობრულ გარემოს (ამას უბრალოდ არა, მართლა გპირდებით)
  • წამახალისებელ საჩუქრებს (მაისური, ჭიქა, ჩანთა და ა.შ), რომლებსაც ჩვენი გუნდის ერთგულ წევრებს ტრადიციულად ვჩუქნით

თუ ხარ მოტივირებული და ამ ვაკანსიით დაინტერესებული, შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში და გახდი ჩვენი გუნდის წარმატების ისტორიის განუყოფელი ნაწილი!