კონტენტ იდეების გენერირება, მასალის შექმნა (მოკლე ვიდეოებისა და Youtube ვიდეოების დამუშავება) და განთავსება სოციალურ პლატფორმებზე (ვიდეოები, სთორები და პოსტები)
Reels ვიდეო ტრენდების მარტივი ანალიტიკა სკოლის დამფუძნებელთან ერთად
ფიზიკურად მონაწილეობის მიღება კონტენტის შექმნაში რეპორტიორთან ერთად ქუჩის ინტერვიუებზე (ვიდეოების გადაღება) თვეში ერთხელ ან ორჯერ.
პერიოდულად გუნდთან ერთად ონლაინ და ცოცხალ შეკრებებზე დასწრება.
არ ვითხოვთ მრავალწლიან გამოცდილებას ამ სფეროში, ბევრ რამეს ჩვენ თავად გასწავლით. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარების სურვილი, მონდომება და მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება.
სამუშაო გრაფიკი:
სრული განაკვეთი , კვირაში 5 დღე ორშ-პარ (11:00-19:00 / 12:00-20:00) - კვირაში 4 დღე დისტანციური, კვირაში ერთი დღე ადგილზე მოსვლით (Stamba-ს სამუშაო სივრცე, რუსთაველის მეტროსთან)
თქვენგან ვითხოვთ, რომ:
ფლობდეთ გრაფიკული დიზაინის უნარებს საშუალო დონეზე (პლატფორმა Canva)
ფლობდეთ Video editing-ს მინიმუმ საშუალო დონეზე (პროგრამა Capcut)
გაინტერესებდეთ პლატფორმები, როგორებიცაა Tiktok, Facebook, Instagram, Youtube
გქონდეთ განვითარებისა და გამოცდილების მიღების ძლიერი სურვილი
ფლობდეთ ინგლისურს მინიმუმ B2 დონეზე
იყოთ ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული (რაც ამ პოზიციისთვის აუცილებელია)
იყოთ პასუხისმგებლიანი მთლიანი გუნდის მიმართ (რაც ჩვენი გუნდის წევრისთვის აუცილებელია)
იყოთ ჩვენს გუნდში მინიმუმ 6 თვით (დაინტერესებული ვართ მხოლოდ გრძელვადიანი თანამშრომლობით)
ჩვენი გუნდი გთავაზობთ:
ყოველთვიურ ხელფასს 1000 ლარის ოდენობით
ამ სფეროში დიდ განვითარებას და უზარმაზარ გამოცდილებას
არაიერარქიულ და მეგობრულ გარემოს (ამას უბრალოდ არა, მართლა გპირდებით)
არჩევანს სამუშაო გრაფიკში (12:00-20:00 ან 11:00-19:00)
პერიოდულად საბონუსე სისტემას ხარისხიანად შექმნილი კონტენტების შემთხვევაში
პლატფორმა Canva-ს პრემიუმ პაკეტს (რომელიც კონტენტის შესაქმნელად დაგჭირდებათ)
Iphone 13-ს (რომელიც კონტენტის შექმნასა და განთავსებას გაგიადვილებთ)
Capcut-ში მაღალი დონის ხელსაწყოების სწავლებას (სასწავლო ვიდეოები და შესაძლებელია მასტერკლასზე დასწრებაც დაფინანსებით)
ცოცხალ შეკრებებზე გასართობ აქტივობებს (ჩვენი გართობები: იხილეთ აქ)
საინტერესო სიახლეებს
წამახალისებელ საჩუქრებს (მაისური, ჭიქა, ჩანთა და ა.შ), რომლებსაც ჩვენი გუნდის ერთგულ წევრებს ტრადიციულად ვჩუქნით
შერჩევა არის სამეტაპიანი:
შევსებული ფორმების გადარჩევა
პრაქტიკული დავალების შესრულება
ონლაინ გასაუბრება.
თუ ხარ მოტივირებული და ამ ვაკანსიით დაინტერესებული, შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში და გახდი ჩვენი გუნდის წარმატების ისტორიის განუყოფელი ნაწილი!