lingo-logo
ჩვენი გუნდი
კარიერა
მასალები
ენის ტესტი
კონტაქტი
facebook-greeninstagram-greentikTok-greenlinkedin-greenyoutube-green

ინგლისურის მასწავლებელი

თბილისი

ნახევარი

კონკურენტული

ძირითადი მოვალეობებია:

  • ონლაინ გაკვეთილების ჩატარება მოსწავლეებთან 17 წელს ზემოთ (1 გაკვეთილი 1 სთ 30 წთ, კვირაში სამუშაო დრო შეადგენს დაახლოებით 23 სთ-ს)
  • გუნდის წევრებთან დროული კომუნიკაცია (მაგ: მოსწავლის გაცდენის თარიღების ადმინისტრატორისთვის მიწოდება) და იშვიათად რეპორტების წერა.
  • პერიოდულად გუნდთან ერთად ონლაინ და ცოცხალ შეკრებებზე დასწრება.
  • პერიოდულად YouTube-ის ვიდეო გადაღებებში მონაწილეობა

ჩვენთვის მრავალწლიანი გამოცდილება, რეზიუმეები, ხარისხი, დიპლომები, სერთიფიკატები და ა.შ. გადამწყვეტი არ არის.

თქვენგან ვითხოვთ, რომ:

  • იყოთ მინიმუმ 22 წლის და ასწავლოთ მინიმუმ 7 ჯგუფს/ინდივიდუალურ მოსწავლეს - ანუ კვირაში ჩვენთვის გამოყოთ ფიქსირებულად ჯამში 23 საათი, აქედან მინიმუმ 18 საათი უნდა იყოს სამუშაო დღეების საღამოს საათები 19:00-22:30.
  • იყოთ ჩვენს გუნდში მინიმუმ 6 თვით (დაინტერესებულები ვართ მხოლოდ გრძელვადიანი თანამშრომლობით)
  • ინგლისურს ფლობდეთ C1 დონეზე და ქართული იყოს მშობლიური ენა
  • ფლობდეთ ახსნისა და გადმოცემის უნარს
  • იყოთ ენერგიული, ორგანიზებული, კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი ჩვენი გუნდის მიმართ (რაც ჩვენი გუნდის წევრისთვის აუცილებელია)
  • გიყვარდეთ ინგლისურის სწავლება (ამ საქმის სიყვარულის გარეშე შეუძლებელია)
  • გქონდეთ ონლაინ სწავლების გამოცდილება და იყოთ ტექნიკასთან მეგობრული
  • გიყვარდეთ კამერის ობიექტივში გამოჩენა(თუ გამოცდილება არ გაქვთ, ამაშიც ჩვენ დაგეხმარებით - მთავარია სურვილი)

ჩვენი გუნდი გთავაზობთ:

  • ამ პროფესიაში განვითარების დიიიდ პერსპექტივას
  • გამზადებულ სასწავლო ელექტრონულ მასალებს
  • მოხერხებულ ნახევარგანაკვეთურ სამუშაოს
  • საბონუსე სისტემას
  • ცოცხალ შეკრებებზე გასართობ აქტივობებს (ჩვენი გართობები: იხილეთ აქ)
  • საინტერესო სიახლეებს
  • ძაააალზე მხარდამჭერ და მეგობრულ გარემოს (ამას უბრალოდ არა, მართლა გპირდებით)
  • წამახალისებელ საჩუქრებს (მაისური, ჭიქა, ჩანთა და ა.შ), რომლებსაც ჩვენი გუნდის ერთგულ წევრებს ტრადიციულად ვჩუქნით

ვაკანსიის საწყისი ეტაპი გულისხმობს სტაჟირებას ჯუნიორ მასწავლებლებისთვის, რომელიც მოიცავს 4-6 თვეს. ლიმიტის წარმატებულად დაფარვის შემდგომ ხდებით გუნდის სენიორ მასწავლებელი. ანაზღაურება - გამომუშავებით ჩატარებული გაკვეთილების შესაბამისად.

ჯუნიორ მასწავლებლებისთვის ანაზღაურება შეადგენს თითო ინდივიდუალურ მოსწავლეზე თვეში 90 - 130 ლარს, თითო ჯგუფზე 120 - 260 ლარს. ანაზღაურება განსხვავებულია მოსწავლეებისა და გაკვეთილების რაოდენობის მიხედვით.

სენიორ მასწავლებლებისთვის ანაზღაურება შეადგენს თითო ინდივიდუალურ მოსწავლეზე თვეში 130 - 170 ლარს, თითო ჯგუფზე 160 - 300 ლარს.

თუკი კანდიდატი ფლობს ინგლისურის სწავლების მინიმუმ 1 წლიან გამოცდილებას და შერჩევის სამივე ეტაპს უმაღლესი შედეგებით გაივლის, მისთვის სტაჟირების ხანგრძლივობა იქნება მხოლოდ 1 თვე.

თუ ხარ მოტივირებული მასწავლებელი და ამ ვაკანსიით დაინტერესებული, შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი გუნდისა და შენი მომავალი მოსწავლეების წარმატების ისტორიის განუყოფელი ნაწილი!