ონლაინ გაკვეთილების ჩატარება მოსწავლეებთან 18 წელს ზემოთ (1 გაკვეთილი 1 სთ 30 წთ, კვირაში სამუშაო დრო შეადგენს დაახლოებით 14-20 სთ-ს)
გუნდის წევრებთან დროული კომუნიკაცია (მაგ: მოსწავლის გაცდენის თარიღების ადმინისტრატორისთვის მიწოდება) და იშვიათად რეპორტების წერა.
პერიოდულად გუნდთან ერთად ონლაინ და ცოცხალ შეკრებებზე დასწრება.
პერიოდულად YouTube-ის ვიდეო გადაღებებში მონაწილეობა
ჩვენთვის მრავალწლიანი გამოცდილება, რეზიუმეები, ხარისხი, დიპლომები, სერთიფიკატები და ა.შ. გადამწყვეტი არ არის.
თქვენგან ვითხოვთ, რომ:
იყოთ მინიმუმ 22 წლის და ასწავლოთ მინიმუმ 4-6 ჯგუფს/ინდივიდუალურ მოსწავლეს - ანუ კვირაში ჩვენთვის გამოყოთ ფიქსირებულად ჯამში 14-20 საათი, რომელსაც წინასწარ თავად ადგენთ და გვითანხმებთ *ექვემდებარება მოლაპარაკებას.
იყოთ ჩვენს გუნდში მინიმუმ 6 თვით (დაინტერესებულები ვართ მხოლოდ გრძელვადიანი თანამშრომლობით)
გერმანულს ფლობდეთ C1 დონეზე და ქართული იყოს მშობლიური ენა
ფლობდეთ ახსნისა და გადმოცემის უნარს
იყოთ ენერგიული, ორგანიზებული, კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი ჩვენი გუნდის მიმართ (რაც ჩვენი გუნდის წევრისთვის აუცილებელია)
გიყვარდეთ გერმანულის სწავლება (ამ საქმის სიყვარულის გარეშე შეუძლებელია)
გქონდეთ ონლაინ სწავლების გამოცდილება და იყოთ ტექნიკასთან მეგობრული
გიყვარდეთ კამერის ობიექტივში გამოჩენა(თუ გამოცდილება არ გაქვთ, ამაშიც ჩვენ დაგეხმარებით - მთავარია სურვილი)
ჩვენი გუნდი გთავაზობთ:
ამ პროფესიაში განვითარების დიიიდ პერსპექტივას
თქვენზე მორგებულ გრაფიკს
გამზადებულ სასწავლო ელექტრონულ მასალებს
მოხერხებულ ნახევარგანაკვეთურ სამუშაოს
საბონუსე სისტემას
ცოცხალ შეკრებებზე გასართობ აქტივობებს (ჩვენი გართობები იხილეთ აქ)
საინტერესო სიახლეებს
ძაააალზე მხარდამჭერ და მეგობრულ გარემოს (ამას უბრალოდ არა, მართლა გპირდებით)
წამახალისებელ საჩუქრებს (მაისური, ჭიქა, ჩანთა და ა.შ), რომლებსაც ჩვენი გუნდის ერთგულ წევრებს ტრადიციულად ვჩუქნით
ვაკანსიის საწყისი ეტაპი გულისხმობს სტაჟირებას ჯუნიორ მასწავლებლებისთვის, რომელიც მოიცავს 4-6 თვეს. ლიმიტის წარმატებულად დაფარვის შემდგომ ხდებით გუნდის სენიორ მასწავლებელი. ანაზღაურება - გამომუშავებით ჩატარებული გაკვეთილების შესაბამისად.
ჯუნიორ მასწავლებლებისთვის ანაზღაურება შეადგენს თითო ინდივიდუალურ მოსწავლეზე თვეში 100 - 150 ლარს, თითო ჯგუფზე 140 - 350 ლარს. ანაზღაურება განსხვავებულია მოსწავლეებისა და გაკვეთილების რაოდენობის მიხედვით.
სენიორ მასწავლებლებისთვის ანაზღაურება შეადგენს თითო ინდივიდუალურ მოსწავლეზე თვეში 140 - 190 ლარს, თითო ჯგუფზე 180 - 390 ლარს.
თუკი კანდიდატი ფლობს გერმანულის სწავლების მინიმუმ 1 წლიან გამოცდილებას და შერჩევის სამივე ეტაპს უმაღლესი შედეგებით გაივლის, მისთვის სტაჟირების ხანგრძლივობა იქნება მხოლოდ 1 თვე.
თუ ხარ მოტივირებული მასწავლებელი და ამ ვაკანსიით დაინტერესებული, შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი გუნდისა და შენი მომავალი მოსწავლეების წარმატების ისტორიის განუყოფელი ნაწილი!